პესკოვი ტრამპს ნათქვამს უსწორებს: რუსეთი ვეფხვი ნამდვილად არ არის – რუსეთი ნამდვილი დათვია

რუსეთი ვეფხვი ნამდვილად არ არის – რუსეთი ნამდვილი დათვია, – ასე ეხმაურება კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც რუსეთს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა.

„რუსეთი ვეფხვი ნამდვილად არ არის. ბოლოს და ბოლოს, რუსეთი უფრო დათვთან ასოცირდება. „ქაღალდის დათვები“ არ არსებობენ, რუსეთი კი ნამდვილი დათვია“, – განაცხადა პესკოვმა.