საფრანგეთში 14 წლის მოსწავლემ მუსიკის მასწავლებელი დანით დაჭრა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მედიასაშუალების ცნობით, სამართალდამცველებმა მოსწავლე ინციდენტიდან მალევე დააკავეს.
თავდასხმის შემდეგ მასწავლებელი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
თავდაპირველად მან შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლემ დაკავების დროს თვითდაზიანება მიიყენა და შემდეგ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.