თბილისის საქალაქო სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, შენობა დაეტოვებინათ.

საბადრაგო მანქანებით სასამართლოს ტოვებენ პატიმრობაში მყოფი პირებიც.

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ევაკუაციის მიზეზი.