ზელენსკიმ თავის ქვეყანას მიხედოს, საქართველოს ყველამ თავი დაანებოს, ჩვენ ქვეყანასაც მივხედავთ, მშვიდობასაც დავიცავთ და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასაც მოვახდენთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ქვეყანას მიხედოს და იმაზე ისაუბროს, რა დაკარგა, რა მოუწყო საკუთარ ხალხს და ქვეყანას.
„საქართველოს ყველამ თავი დაანებოს. ზელენსკიმ თავის ქვეყანას მიხედოს და იმაზე ისაუბროს, რა დაკარგა, რა მოუწყო საკუთარ ხალხს და ქვეყანას. დიდი უბედურებაა, რაც დღეს უკრაინაში ხდება მისი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით. გავა დრო და ამაზე, რა თქმა უნდა, პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევს. ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს თავი დაანებონ. ჩვენ ქვეყანასაც მივხედავთ, მშვიდობასაც დავიცავთ და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასაც მოვახდენთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ევროპაში უკვე დავკარგეთ საქართველო, ადამიანის უფლებები და ევროპული ხასიათის სახელმწიფოებრივი მოწყობა იქ მხოლოდ უარესდება. ევროპა ვერ მისცემს თავს უფლებას, მოლდოვაც დაკარგოს“.