“არ მომისმინეს… რადიკალი არ ვარ” – რას წერს საქართველოში გერმანიის ელჩი საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის შემდეგ

გერ­მა­ნია-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ახალ და­ბალ წერ­ტილ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­სა და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წარ­მო­მად­გენ­ლებს და­ვა­კის­რე. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნი­ის ელჩი, პე­ტერ ფი­შე­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს მას შემ­დეგ, რაც ელჩი სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და­ბა­რე­ბუ­ლი.

  • ელჩი აცხა­დებს, რომ არ მო­უს­მი­ნეს.

“სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნი­ის ელ­ჩის პირ­ვე­ლი “და­ბა­რე­ბა”. გერ­მა­ნი­ის­თვის, დე­ტა­ლუ­რად უარ­ვყა­ვი ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ უსა­ფუძ­ვლო თავ­დას­ხმე­ბი და გერ­მა­ნია-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ახალ და­ბალ წერ­ტილ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­სა და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წარ­მო­მად­გენ­ლებს და­ვა­კის­რე, რომ­ლე­ბიც ქმე­დე­ბე­ბი­თა და რი­ტო­რი­კით გა­მო­იწ­ვი­ეს ეს და ბლო­კა­ვენ ევ­რო­კავ­ში­რის­კენ გზას. არ მო­მის­მი­ნეს. რა­დი­კა­ლი არ ვარ. გერ­მა­ნია მე­გობ­რად რჩე­ბა”, – წერს ფი­შე­რი.

ასე­ვე გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს გან­ცხა­დე­ბას და კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს, რომ ელჩი წარ­მო­ად­გენს ფე­დე­რა­ლუ­რი მთავ­რო­ბის პო­ზი­ცი­ას და მოქ­მე­დებს ვე­ნის კონ­ვენ­ცი­ის სრუ­ლი დაც­ვით.

“ჩვენ კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვგმობთ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან აგ­რე­სი­ულ რი­ტო­რი­კას სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნი­ის ელ­ჩის მი­მართ და მის დღე­ვან­დელ უსა­ფუძ­ვლო და­ბა­რე­ბას. ელჩი წარ­მო­ად­გენს ფე­დე­რა­ლუ­რი მთავ­რო­ბის პო­ზი­ცი­ას და მოქ­მე­დებს ვე­ნის კონ­ვენ­ცი­ის სრუ­ლი დაც­ვით“, – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

რა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ?

 

24 სექ­ტემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, გა­ი­მარ­თა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის, გი­ორ­გი ზუ­რა­ბაშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რა გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან ელჩთან, პე­ტერ ფი­შერ­თან.

შეხ­ვედ­რა­ზე ელჩს გა­ნე­მარ­ტა, რომ „დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ“ 1961 წლის ვე­ნის კონ­ვენ­ცი­ის 41-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის თა­ნახ­მად, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის წევ­რი ვალ­დე­ბუ­ლია, პა­ტი­ვი სცეს ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნებ­სა და რე­გუ­ლა­ცი­ებს, ამას­თან, აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, არ ჩა­ე­რი­ოს მას­პინ­ძე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შიდა საქ­მე­ებ­ში.

შეხ­ვედ­რა­ზე აღი­ნიშ­ნა, რომ ქარ­თუ­ლი მხა­რის შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს ქვე­ყა­ნა­ში რა­დი­კა­ლუ­რი დღის წეს­რი­გის წა­ხა­ლი­სე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი, რაც, თა­ვის მხრივ, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის დე­მოკ­რა­ტი­ის პრინ­ცი­პებ­თან და ხელს უწყობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პო­ლა­რი­ზა­ცი­ის გაღ­ვი­ვე­ბას.

ასე­ვე, შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი და ამ პრო­ცეს­ში ელ­ჩე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

ქარ­თუ­ლი მხა­რე და­ინ­ტე­რეს­და გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩოს მიერ გა­მო­ხა­ტუ­ლი შეშ­ფო­თე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბით, სი­ძულ­ვი­ლის ენას გაღ­ვი­ვე­ბი­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. აღი­ნიშ­ნა, რომ სა­ელ­ჩოს ოფი­ცი­ა­ლუ­რად ეთხო­ვა, წარ­მო­ედ­გი­ნა აღ­ნიშ­ნუ­ლი შეშ­ფო­თე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი და­სა­ბუ­თე­ბა, რაც ამ დრომ­დე არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა და შე­სა­ბა­მი­სად, ქარ­თუ­ლი მხა­რე მსგავს ბრალ­დე­ბებს მი­იჩ­ნევს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ უსა­ფუძ­ვლო თავ­დას­ხმის მო­რიგ მცდე­ლო­ბად.

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად მის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნი­ე­ბი­სა, დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს და უფრთხილ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბებს და მი­აჩ­ნია, რომ მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბი აზი­ა­ნებს ორ ქვე­ყა­ნას შო­რის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო იმე­დოვ­ნებს, რომ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა მო­მა­ვალ­ში ქვეყ­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პრინ­ცი­პებს და­ე­ფუძ­ნე­ბა”, – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.