ღაზას სექტორში ქალაქ ღაზაში ისრაელის იერიშის შედეგად 80-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, – ინფორმაციას ღაზას სექტორში არსებული სამედიცინო დაწესებულებები ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის, სულ მცირე, 20 ქალი და ბავშვია.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ სამიზნეს „ჰამასის“ ორი მებრძოლი წარმოადგენდა და ინფორმაცია დაღუპულთა რიცხვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
მათივე თქმით, ისრაელის სახმელეთო შეტევის მიზანია „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლება და დაჯგუფების დამარცხება.