მედიაში შემაძრწუნებელი კადრები გავრცელდა ,სადაც ასახულია როგორ ჩაინგრა ბანგკოკში, საავადმყოფოს წინ მდებარე გზის ნაწილი და ღრმა, დაახლოებით 160 ფუტის სიღრმის წყლით სავსე ორმო წარმოიქმნა.
კადრებში ჩანს, რომ ნგრევამ თან რამდენიმე ელექტროგანათების ბოძი ჩაიტანა და მიწისქვეშა კომუნიკაციები გააშიშვლა, პანიკაში ჩავარდნილი ფეხით მოსიარულეები და მანქანები კი ინციდენტის ადგილიდან თავის დაღწევას ცდილობენ.
ბანგკოკის კატასტროფების პრევენციის სამსახურის დირექტორმა სურიაჩაი რავივანმის განცხადებით, ნგრევა ძლიერმა წვიმებმა და წყალგაყვანილობის მილის დაზიანებამ გამოიწვია. “წყალმა გზის ქვეშ მიწა გამორეცხა და სწორედ ეს გახდა შემთხვევის მიზეზი” – თქვა მან და დაამატა, რომ მსხვერპლი არ არის.
ამ დროისთვის მიმდებარე შენობებიდან ადამიანების ევაკუაციის ბრძანებაა გაცემული.
ე.წ “sinkhole“ — ანუ ჩავარდნილი მიწის ორმო —ქანების ჩამონგრევის შედეგად წარმოიქმნება, რასაც ხშირად ბუნებრივი მიზეზები იწვევს.
თუმცა, ისინი ასევე შეიძლება ადამიანის მიერ შექმნილი მიწისქვეშა სიცარიელეების ჩამონგრევის შედეგადაც წარმოიქმნას.
გარდა ამისა, კლიმატის ცვლილება, რომელიც სულ უფრო ხშირ და ძლიერ წვიმებს იწვევს, ასევე მზარდი ურბანიზაცია, უწყობს ხელს მსგავსი ორმოების წარმოქმნას.