საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა: „ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ, საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული. ევროპა მოლდოვის დაკარგვას ვერ დაუშვებს“.
„ჩვენს გასაცემ პასუხს გასცემს უკრაინელი ხალხი. მექნებოდა ორი რჩევა – გაითვალისწინოს აშშ-ის პრეზიდენტის რჩევა და ჩაატაროს არჩევნები და გაითვალისწინოს ვიცე-პრეზიდენტის რჩევა და იყოს მადლიერი, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების მიმართ. უმადურობა არის ძალიან ცუდი“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.