შალვა პაპუაშვილი: საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელი განცხადებაც ვნახეთ, ბატონ პეტერს აუხსნეს რას ნიშნავს ვენის კონვენცია, მისი 41-ე მუხლი

ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელი განცხადებაც ვნახეთ, ბატონ პეტერს აუხსნეს რას ნიშნავს ვენის კონვენცია, მისი 41-ე მუხლი, რა მაგალითები მიაწოდეს ჩარევისა, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე განცხადებიდან გახდა ცნობილი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს გერმანიის მხარესთან ოფიციალურად მოთხოვნილი აქვს დაასახელონ მაგალითები ცრუ ნარატივისა, დაასახელონ მაგალითები დეზინფორმაციისა, დაასახელონ მაგალითები თავდასხმისა.

„დღემდე არ მიუღია განმარტება და მაგალითები ამასთან დაკავშირებით. როგორც ვხვდები, მათ შორის, გუშინდელი დაბარების პროცესში შეხვედრაზეც ეს მაგალითები არ დასახელებულა.

თქვენ გახსოვთ, რომ ერთი პერიოდი, ფაქტობრივად ტერმინი აღქმები როგორ იყო პოლიტიკურ ლექსიკონში. გუშინაც ვისაუბრე ამაზე. აღქმები განსაზღვრავს თითქოს ყველაფერს, რაც ნიშნავდა, რომ შეგიძლია ნებისმიერი რამე თქვა, რომ გაქვს აღქმა ვიღაც იტყუება, გაქვს აღქმა რომ ვიღაც რაღაცას აკეთებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამის მტკიცებულება არ გჭირდება, ვინაიდან ერთადერთი შენი ილუზიები და წარმოსახვაა ამისი მტკიცებულება. ჩვენ ეს ტერმინი მოვკალით ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში. დავუპირისპირეთ ფაქტები და დღეს ვეღარავინ ბედავს, რომ ისაუბროს აღქმებით არგუმენტების გარეშე და ყველას ვთხოვთ ფაქტებს.

ახლა გადავიდეთ მეორე საკითხზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ექსტრემიზმის წახალისებაზე, ვამბობთ კონკრეტულ მაგალითს და ბატონ პეტერთან დაკავშირებით კონკრეტული მაგალითი მოვიყვანე. კერძოდ, მაგალითია შემდეგი. არსებობს დაჯგუფება, რომელიც მიუვარდა ქალ დეპუტატს, მცირეწლოვან შვილთან ერთად მიაყენა შეურაცხყოფა, ეძახა მონა. გამოვიდნენ შემდეგ მეორე დღეს კიდევ და სკანდირებდნენ ამას ქალი დეპუტატის მიმართ, რომელიც იყო არასრულწლოვან ბავშვთან ერთად. ამ ინციდენტის შემდეგ ამ დაჯგუფებას შეხვდა ბატონი პეტერი, გადაიღო მათთან ფოტოები, დადო ტვიტერზე ეს ყველაფერი და თქვა, რომ ეს ადამიანები არიან საქართველოს მომავალი.

ახლა მოვიყვანე კონკრეტული მაგალითი, უნდა ბატონ პეტერს, უნდა მის რომელიმე გულშემატკივარს, თქვას რომ ქალ დეპუტატთან, არასრულწლოვან ბავშვთან ერთად მივარდნა და დეჰუმანიზაციის მიზნის მქონე ტერმინოლოგიით თავდასხმა და შეურაცხყოფა, მონას ძახილი, ეს არ არის რადიკალიზმი. მოიყვანონ მაშინ ამის არგუმენტი.

მეორე, ამ ადამიანებს რომ ხვდები და ამბობ, ესენი არიან საქართველოს მომავალი, რომ ეს არ არის რადიკალიზმის წახალისება. ველი გამოხმაურებას ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.