უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ ის მზადაა არჩევნები დანიშნოს და საპრეზიდენტო ოფისი დატოვოს.
ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, დანიშნავს თუ არა ის არჩევნებს მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება, ზელენსკიმ განაცხადა: „დიახ“.
გარდა ამისა, Axios-ის ჟურნალისტმა ზელენსკის ჰკითხა, ხედავ, თუ არა ის საკუთარ თავს უკრაინის ლიდერად მშვიდობიან დროს? „თუ ჩვენ რუსებთან ომს დავასრულებთ, მზად ვარ, რომ აღარ მივიღო [მონაწილეობა არჩევნებში]. იმიტომ რომ ჩემს მიზანს არჩევნები არ წარმოადგენს“, – დასძინა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ის ქვეყანას რთულ დროს ხელმძღვანელობდა, და მის მიზანს ომის დასრულება წარმოადგენს.