ცრუ ჩვენება და კონგრესის სხდომებისთვის ხელის შეშლა – FBI-ის ყოფილს დირექტორს ბრალს წაუყენებენ: რას ედავება მას გამოძიება

აშშ-ის გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტოს (FBI-ის) ყო­ფილ დი­რექ­ტორს, ჯე­იმს კო­მის ბრა­ლი ორი და­ნა­შა­უ­ლის­თვის წა­უ­ყე­ნეს, – ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN-ი ავ­რცე­ლებს.

  • იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ კო­მის ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­სა და კონ­გრე­სის სხდო­მე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლა­ში და თუ ის დამ­ნა­შა­ვედ ცნეს, ხუთ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გა­მო­ძი­ე­ბა ეხე­ბო­და იმას, გა­ა­კე­თა თუ არა კო­მიმ ცრუ გან­ცხა­დე­ბე­ბი კონ­გრეს­ში ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის დროს, რო­მე­ლიც 2016 წელს აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში რუ­სე­თის ჩა­რე­ვის გა­მო­ძი­ე­ბას მო­ი­ცავ­და.

FBI-ის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რის ად­ვო­კატ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კომი უარ­ყოფს მის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებს. კო­მიმ ასე­ვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, სა­დაც აცხა­დებს: “უდა­ნა­შა­უ­ლო ვარ. ასე რომ, მო­დით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ჩა­ვა­ტა­როთ“.

FBI-ის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რის­თვის ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბას აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

“სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა ამე­რი­კა­ში! ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცუდი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ეს ქვე­ყა­ნა ოდეს­მე შეხ­ვედ­რია, არის ჯე­იმს კომი, FBI-ის ყო­ფი­ლი კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი“ – და­წე­რა ტრამპმა Truth Social-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში.