ვალერი მელაძე და ქართული ცეკვები: როგორ მოილხინეს რუსი ოლიგარქების შვილებმა და მოსკოვურმა ელიტამ ქართველი “კანონიერი ქურდის” შვილის ქორწილში – რას წერს რუსული მედია

2025 წლის სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლო­ში მას­შტა­ბუ­რი ქორ­წი­ლი გა­ი­მარ­თა. სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აღი­ნიშ­ნე­ბო­და ცნო­ბი­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის, ტა­რი­ელ („ტარო“) ონი­ა­ნის ვა­ჟის, უშბა-ბუბა ონი­ა­ნი­სა და მისი რჩე­უ­ლის, მა­რი­ას გრან­დი­ო­ზუ­ლი, სამდღი­ა­ნი ქორ­წი­ლი. ზე­იმს 500-ზე მეტი სტუ­მა­რი ეს­წრე­ბო­და, მათ შო­რის იყ­ვნენ მოს­კო­ვუ­რი ელი­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ოლი­გარ­ქე­ბის შვი­ლე­ბი და მე­დი­ა­პერ­სო­ნე­ბი.

ვარ­სკვლა­ვუ­რი სტუმ­რე­ბი და ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი

ქორ­წი­ლის სტუმ­რებს შო­რის იყ­ვნენ: მი­ლი­არ­დერ ზიად მა­ნა­სი­რის ქა­ლიშ­ვი­ლი დი­ა­ნა, დე­ვე­ლო­პერ ალექ­სან­დრ ჩი­გი­რინ­სკის შვი­ლე­ბი – მა­რია და მი­ხა­ი­ლი მე­უღ­ლე ნა­ტას­თან ერ­თად, სე­რი­ალ „სლო­ვო პა­ცა­ნა“-ს ვარ­სკვლა­ვი ელი­ზა­ვე­ტა ბა­ზი­კი­ნა. ასე­ვე, ცნო­ბი­ლი არ­ტის­ტე­ბის ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი: სო­ფი­კო მე­ლა­ძე და სა­რი­ნა ტუ­რეც­კა­ია, და რუ­სე­თის თა­ნა­მედ­რო­ვე ხუ­თ­ჭი­დის ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ვი­ა­ჩეს­ლავ ამი­ნო­ვის ქა­ლიშ­ვი­ლი ლიზა.

პა­ტარ­ძა­ლი და დი­ა­ნა მა­ნა­სი­რი
სა­რი­ნა ტუ­რეც­კა­ია და ვა­ლე­რი მე­ლა­ძე
მა­რია ჩი­გი­რინ­სკა­ია, დი­ა­ნა მა­ნა­სი­რი

“ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა ჯვა­რი სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში და­ი­წე­რეს. ცე­რე­მო­ნი­ის შემ­დეგ ზე­ი­მი მცხე­თა­ში, რეს­ტო­რან Marani Hall-ში გაგ­რძელ­და, სა­დაც სტუმ­რე­ბის­თვის ვა­ლე­რი მე­ლა­ძემ, მუ­სია ტო­ტი­ბა­ძემ, L’One და სხვა არ­ტის­ტებ­მა იმ­ღე­რეს. ზე­ი­მი მხო­ლოდ კონ­ცერ­ტით არ შე­მო­ფარ­გლუ­ლა, სტუმ­რე­ბი სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ქარ­თულ ხალ­ხურ ცეკ­ვებ­ში, რა­მაც ნამ­დვი­ლი ეროვ­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლის ატ­მოს­ფე­რო შექ­მნა” – წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

პა­ტარ­ძალ­მა სამდღი­ა­ნი ქორ­წი­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე კაბა გა­მო­იც­ვა­ლა: ჯვრის­წე­რის­თვის მას და­ხუ­რუ­ლი, დახ­ვე­წი­ლი კაბა ეცვა ფა­ტით, შემ­დეგ კი გრძე­ლი, აბ­რე­შუ­მის კაბა მო­ირ­გო, ხოლო ვა­ლე­რი მე­ლა­ძის კონ­ცერ­ტზე მოკ­ლე, ფუმ­ფუ­ლა ქვე­და­ბო­ლო­ი­ა­ნი კა­ბით იცეკ­ვა. სი­ძეს ჯვრის­წე­რა­ზე ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი ჩოხა ეცვა, ხოლო ბან­კეტ­ზე სმო­კინ­გით წარ­სდგა. დი­ა­ნა მა­ნა­სი­რი და ელი­ზა­ვე­ტა ბა­ზი­კი­ნა ზე­იმ­ზე შავი, მაქ­მა­ნე­ბი­ა­ნი კა­ბე­ბით მი­ვიდ­ნენ, მა­რია ჩი­გი­რინ­სკა­ი­ამ კი მწვა­ნე, აბ­რე­შუ­მის კაბა მო­ირ­გო.

ელი­ზა­ვე­ტა ბი­ზი­კი­ნა
პა­ტარ­ძა­ლი მე­გობ­რებ­თან დი­ა­ნა მა­ნა­სირ­თან და ლიზა ამი­ნო­ვასთნ ერ­თად
მი­ხა­ილ ჩი­გი­რინ­სკი და ნატა ჩი­გი­რინ­სკა­ია-ფხა­კა­ძე
თა­მუ­ნა წიკ­ლა­უ­რი, ნატა ჩი­გი­რინ­სკა­ია-ფხა­კა­ძე

 

ვინ არის უშბა-ბუბა ონი­ა­ნი და მისი ცხოვ­რე­ბის გზა

უშბა-ბუბა ონი­ა­ნი 1997 წელს და­ი­ბა­და. მან ბავ­შვო­ბა ევ­რო­პა­ში, ფუ­ფუ­ნე­ბა­სა და მუდ­მივ გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში გა­ა­ტა­რა, რაც მა­მის კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან კავ­ში­რე­ბით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ოჯა­ხი საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობ­და, შემ­დეგ კი ეს­პა­ნეთ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც ტა­რი­ელ ონი­ანს ბარ­სე­ლო­ნა­ში ვილა და სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნე­სი ჰქონ­და. თუმ­ცა, 2005 წელს მისი და მისი დის, გვან­ცას ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. ეს­პა­ნელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა რუსი მა­ფი­ო­ზე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მას­შტა­ბუ­რი ოპე­რა­ცია „კრა­ზა­ნა“ ჩა­ა­ტა­რეს. მა­მის ვი­ლა­ზე ჩხრე­კი­სას 12 წლის გვან­ცა და­ა­კა­ვეს და რამ­დე­ნი­მე დღით არას­რულ­წლო­ვან­თა თავ­შე­სა­ფარ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ვიდ­რე მის წა­საყ­ვა­ნად ქარ­თვე­ლი კონ­სუ­ლი არ მი­ვი­და. თა­ვად ტა­რომ მი­მალ­ვა მო­ა­ხერ­ხა და ოჯა­ხი მა­ლე­ვე მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც მა­მამ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო.

ტა­რი­ელ ონი­ა­ნი (მარ­ჯვნივ) ეს­პა­ნე­თის ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ

ონი­ა­ნის ოჯა­ხის­თვის ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტი იყო. ბუბა მოს­კო­ვის ელი­ტა­რულ ბრი­ტა­ნე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და, შემ­დეგ კი, დის მსგავ­სად, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ლონ­დონ­ში გა­ემ­გზავ­რა. მან პრეს­ტი­ჟუ­ლი Cass Business School და­ამ­თავ­რა, რა­მაც მისი კა­რი­ე­რუ­ლი გზა ბიზ­ნეს­ში გან­სა­ზღვრა. მოს­კოვ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ის გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო კორ­პო­რა­ცია Citigroup-ში მუ­შა­ობ­და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის სფე­რო­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბუ­ბამ სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნია – შპს „TD Smolneft“ და­ა­არ­სა, რო­მე­ლიც მყა­რი, თხე­ვა­დი და აი­რი­სებ­რი საწ­ვა­ვის სა­ბი­თუ­მო ვაჭ­რო­ბა­ზეა სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი.

რა­ტომ არ დას­წრე­ბია ტა­რი­ელ ონი­ა­ნი შვი­ლის ქორ­წილს

სი­ძის მამა, 73 წლის ტა­რი­ელ ონი­ა­ნი, დღე­სას­წა­ულს ვერ და­ეს­წრო, რად­გან, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბოლო წლე­ბი ეს­პა­ნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა. 2019 წელს რუ­სუ­ლი ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, ის ეს­პა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­დას­ცეს, სა­დაც მას ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის ბრალ­დე­ბით ეძებ­დნენ. მე­დი­ის ცნო­ბით, 2021 წელს ის ეს­პა­ნე­თის ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა.