კვლევისვე მიხედვით, 2025 წლის აგვისტოში ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობამ მხოლოდ 10 გვტ საათი შეადგინა, ხოლო იმპორტირებული ელექტროენერგია 108 გვტ საათს გაუტოლდა.
რაც შეეხება საბალანსო ფასს, 2025 წლის აგვისტოში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი ერთ კილოვატსაათზე 6.18 ცენტს გაუტოლდა, რაც წლიურად 7.5%-იანი ზრდაა.
„მიმდინარე წელს აგვისტოში ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარზე ფასები თვიურ ჭრილში 5.3%-ით გაიზარდა“ – ნათქვამია კვლევაში.