რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას საშემოდგომო გაწვევის შესახებ. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.
პუტინის ბრძანებულების მიხედვით, გაწვევა 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე ჩატარდება. შეიარაღებულ ძალებში 18-დან 30 წლამდე 135 ათას კაცს გაიწვევენ.
რამდენიმე დღის წინ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამობილიზაციო სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ციმლიანსკიმ განაცხადა, რომ ჯარში გაწვეულ პირებს დისლოკაციის პუნქტებში წაიყვანენ და ისინი სამსახურს მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე გაივლიან. ამავე ინფორმაციის მიხედვით, წვევამდელები „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეობას არ მიიღებენ.