“ნუ ხარ ცუდ ხასიათზე” – ექსმაღალჩინოსნის მიმართვა მეუღლეს, სასამართლოში: რა ხდება რომეო მიქაუტაძის პროცესზე

ნუ ხარ ცუდ ხა­სი­ათ­ზე, – ამ სი­ტყვე­ბით ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ, რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძემ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში მყოფ მე­უღ­ლეს, ნინო მი­ქა­უ­ტა­ძეს მი­მარ­თა.

“გა­და­სა­რევ ხა­სი­ათ­ზე ვარ, ამ დღე­ზე ვოც­ნე­ბობ­დი”,- მი­მარ­თა მას ნინო მი­ქა­უ­ტა­ძემ.

  • მო­სა­მარ­თლე ლელა კა­ლი­ჩენ­კომ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში მყოფ პი­რებს მი­მარ­თა, რო­მელ­თა­გა­ნაც ერთ-ერ­თმა ფოტო გა­და­ი­ღო. მან გან­მარ­ტა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რებს მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, მი­ქა­უ­ტა­ძეს მი­სალ­მე­ბოდ­ნენ, ამით კი დამ­სწრე­ებს ბო­რო­ტად არ უნდა ესარ­გებ­ლათ.

“მთა­ვა­რი მა­ინც მე ვარ და მე გიხ­დით მად­ლო­ბას”,- მი­მარ­თა მას მი­ქა­უ­ტა­ძემ.

მო­სა­მარ­თლე ლელა კა­ლი­ჩენ­კოს მიერ და­კა­ვე­ბუ­ლის­თვის მისი უფ­ლე­ბე­ბის გან­მარ­ტე­ბი­სას გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ მი­ქა­უ­ტა­ძეს 9 ბრალ­დე­ბა აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი.

ამას­თან, მო­სა­მარ­თლის კი­თხვა­ზე, ცნობ­და თუ არა ის თავს დამ­ნა­შა­ვედ, მი­ქა­უ­ტა­ძემ უპა­სუ­ხა, რომ ის “თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს”.

დღეს­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მი­ქა­უ­ტა­ძეს ახა­ლი ბრალ­დე­ბე­ბი და­ე­მა­ტა. პრო­კუ­რო­რი ირაკ­ლი მარ­შა­ნია გან­მარ­ტავს, რომ თუკი აქამ­დე, მი­ქა­უ­ტა­ძეს ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი ჰქონ­და 3 მლნ ლა­რის ოდე­ნო­ბის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ახლა გა­მო­ძი­ე­ბა მას და­ახ­ლო­ე­ბით, 8.4 მლნ ლა­რის ოდე­ნო­ბის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას ედა­ვე­ბა.

 

“თავ­და­პირ­ვე­ლად, როცა გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, შე­სა­ბა­მი­სი მუხ­ლე­ბით იქნა წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა, რაც თქვენ­თვის ცნო­ბი­ლია. გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს გა­მო­იკ­ვე­თა კონ­კრე­ტუ­ლი ახა­ლი ეპი­ზო­დე­ბი, რო­მე­ლიც ჩა­ი­დი­ნა რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძემ. კერ­ძოდ, და­ე­მა­ტა ის, რომ ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე, რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი. ასე­ვე, უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის კუ­თხით დამ­ძიმ­და ბრალ­დე­ბა, გა­ი­ზარ­და ოდე­ნო­ბა. წარ­დგე­ნი­ლი იყო 3 მლნ-სთან და­კავ­ში­რე­ბით ბრა­ლი და გა­მო­ძი­ე­ბით და­დას­ტურ­და, რომ მან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცია და­ახ­ლო­ე­ბით, 8.4 მლნ-ის. გარ­და ამი­სა, დად­გინ­და, რომ რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძემ, მა­შინ რო­დე­საც მუ­შა­ობ­და სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­ში, ამავდრო­უ­ლად, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კა­ნო­ნით აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­და, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

ან და­ა­არ­სა რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია, ასე­ვე, მარ­თავ­და ამ კომ­პა­ნი­ებს და წი­ლე­ბი ჰქონ­და კერ­ძო კომ­პა­ნი­ებ­ში. ეს კომ­პა­ნი­ე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო ჰე­სებ­თან. ეხ­მა­რე­ბო­და ამ კომ­პა­ნი­ებს, ვი­ნა­ი­დან და­ინ­ტე­რე­სე­ბა ჰქონ­და, სხვა­დას­ხვა ნე­ბარ­თვე­ბის აღე­ბა­ში. მა­გა­ლი­თად, როცა კომ­პა­ნია არის ახა­ლი, მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა და­ბა­ლი, მაგ­რამ როცა მო­ი­პო­ვებს სხვა­დას­ხვა ნე­ბარ­თვებს, სხვა­დას­ხვა უწყე­ბე­ბი­დან, მო­ი­პო­ვებს მა­გა­ლი­თად ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვას და ა.შ, ამ კომ­პა­ნი­ის წი­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად იზ­რდე­ბა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ზუს­ტდა ეს ბრა­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და მო­მა­ვალ­ში რას და­ად­გენს, ვნა­ხავთ. ვერ­სი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ასე­ვე ვინ რო­გორ არის და­ბა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა­ში, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვერ ვი­სა­უბ­რებ. უბ­რა­ლოდ, იმას ვი­ტყვი, რომ გა­მო­ყო­ფი­ლია საქ­მე და ყვე­ლა ვერ­სია გა­და­მოწ­მდე­ბა. ყვე­ლა ქო­ნე­ბა რაც გა­მო­ძი­ე­ბამ მო­ი­ძია, და­ყა­და­ღე­ბუ­ლია და საქ­მე­შიც არის. საქ­მე­ში არის მა­სა­ლე­ბი, სა­დაც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია, რომ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ოჯახ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი, რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი, კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­მელ­შიც ფი­გუ­რი­რებს რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძის და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის წი­ლე­ბი, არის და­ყა­და­ღე­ბუ­ლი. მათ შო­რის, ეს­პა­ნე­თის სახ­ლიც. რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძე მუ­შა­ობ­და ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ, ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ, „თბილ­სერ­ვი­სის ჯგუ­ფის“ უფ­რო­სად და ამ პე­რი­ოდ­ში ახ­დენ­და ამ და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნას“, – გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი მარ­შა­ნი­ამ.

რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძე კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ლელა კა­ლი­ჩენ­კომ მი­ი­ღო. მი­სი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით საქ­მე არ­სე­ბი­თად გან­სა­ხილ­ვე­ლად სა­სა­მარ­თლოს გა­და­ე­ცა.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­საშ­ვე­ბო­ბა­ზე იმ­სჯე­ლეს. ასე­ვე, გა­და­ი­სინ­ჯა და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა და ის ძა­ლა­ში დარ­ჩა.

ბრალ­დე­ბის მხა­რე და­კა­ვე­ბუ­ლის კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში დარ­ჩე­ნას ითხოვ­და, დაც­ვის მხა­რე კი მი­ქა­უ­ტა­ძის 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­და. ამას­თან, ად­ვო­კა­ტი და­მა­ტე­ბი­თი შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­და, მათ შო­რის, ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას.

ცნო­ბის­თვის, პრო­კუ­რა­ტუ­რის ბრა­ლის მი­ხედ­ვით, რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძე სის­ტე­მა­ტუ­რად ბო­რო­ტად იყე­ნებ­და სამ­სა­ხუ­რებ­რივ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, რა­საც თან ახ­ლდა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა.

კერ­ძოდ კი, ბრალ­დე­ბულ­მა მას­თან და­ნა­შა­უ­ლებ­რივ კავ­შირ­ში მყო­ფი პი­რე­ბის დახ­მა­რე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლის 2 556 192 ლა­რის უკა­ნო­ნო და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ლე­გა­ლი­ზა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ეკო­ნო­მი­კის და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე 20 ივ­ნისს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 332-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და 194-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის “გ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 12 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.