უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი ტიხიმ უნგრეთის ხელისუფლება 12 წამყვან უკრაინულ საინფორმაციო პორტალზე წვდომის აკრძალვის გამო გააკრიტიკა.
„განსხვავება იმაშია, რომ უკრაინა რუსულ პროპაგანდას ბლოკავს, მაშინ, როცა ორბანის მთავრობა უნგრელებს ფაქტებზე დაყარებულ ჟურნალისტიკაზე წვდომას უბლოკავს. თუმცა, რაც უფრო შორს იქნებიან სიმართლისგან, მათთვის უკეთესია“, – დაწერა ტიხიმ სოციალურ ქსელ X-ში.
ცნობისთვის, გუშინ უნგრეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე 12 წამყვან უკრაინულ საინფორმაციო პორტალზე წვდომა დაბლოკა. დაბლოკილ საიტებს შორის არიან: უკრაინსკაია პრავდა, Hromadske, ევროპეისკაია პრავდა, ТСН – Новини Украiни, Oboz.ua, Nv.ua, Anons-zak.com.ua, Ungvar.uz.ua, Zakarpattya.net.ua, Lb.ua, Insiderinfo.com.ua და Uaonline.com.ua.