საქართველოში შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა – როგორია გარდაცვალების, განქორწინებისა და ქორწინების მაჩვენებელი

საქართველოში შობადობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2024 წელს საქართველოში ჯამში 39 483 ბავშვი დაიბადა, რაც 30-წლიანი მინიმუმია (მონაცემები წარმოდგენილია 1994 წლიდან).

აღსანიშნავია, რომ 1994-2024 წლების განმავლობაში შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წელს დაფიქსირდა და 60 635 შეადგინა. მას შემდეგ შობადობა ყოველ წლიურად იკლებს.

ამასთანავე, მცირდება შობადობის კოეფიციენტი. საქსტატის მიხედვით, შობადობის კოეფიციენტი, 2024 წელს ათას კაცზე 10.7-ის ტოლი იყო, რაც ასევე ისტორიული მინიმუმია.

demo-1-1759050608.jpg

განსხვავებული დინამიკით ხასიათდება გარდაცვალების მაჩვენებლები. კერძოდ, საქსტატის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში 43 971 პირი გარდაიცვალა, რაც ბოლო 30 წლის პერიოდში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამასთანავე, გასული 30 წლის მანძილზე, გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2021 წელს (პანდემიის პერიოდი) დაფიქსირდა და 59 906 შეადგინა.

რაც შეეხება სიკვდილიანობის ზოგად კოეფიციენტს, 2024 წელს ყოველ ათას კაცზე 11.7-ს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით შემცირებული მონაცემებია, თუმცა მეტია შობადობის ზოგად კოეფიციენტზე.

demo-2-1759050667.jpg

კლების ტემპით ხასიათდება ქვეყანაში რეგისტრირებული ქორწინებების რიცხოვნობაც. 2024 წელს საქართველოში დარეგისტრირდა 21 653 ქორწინება, რაც 2006 წლის შემდეგ (21 845 ქორწინება) ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. [თუ არ ჩავთვლით 2020 წლის პანდემიის პერიოდს (16 359 ქორწინება)].

demo-3-1759050728.jpg

შემცირების ტემპით ხასიათდება განქორწინების რაოდენობაც. კერძოდ, 2024 წელს ქვეყანაში 13 520 განქორწინება დარეგისტრირდა, რაც წინა წინა წელთან შედარებით შემცირებული მონაცემებია. თუმცა, თუ ავიღებთ პანდემიამდელ პერიოდს, მონაცემები ზრდას აჩვენებს. აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან ნახტომისებრად გაიზარდა განქორწინებების რაოდენობა და 2022 წელს ისტორიულ მაქსიმუმს – 14 093-ს მიაღწია.

demo-4-1759050779.jpg