ვიდეოჰოსტინგი YouTube დათანხმდა 24,5 მლნ აშშ დოლარის გადახდას შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სასამართლოს სარჩელის მოსაგვარებლად, რომელიც მისი ექაუნთის დროებით დაბლოკვას ეხება. საუბარია 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ დონალდ ტრამპის YouTube-ექაუნთის დაბლოკვაზე. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
გარიგების მიხედვით, ამ თანხიდან 22 მლნ დოლარი ორგანიზაციის, Trust for the National Mall-ს გადაერიცხება, რომელიც თეთრ სახლში სამეჯლისო დარბაზის მშენებლობაზეა პასუხისმგებელი. დანარჩენი 2,5 მლნ დოლარი სხვა მოსარჩელეებს შორის გადანაწილდება, რომელთა შორისაა მწერალი ნაომი ვულფი და ამერიკის კონსერვატიული კავშირი.
დონალდ ტრამპის აქაუნთები Facebook-ში, Instagram-ში, YouTube-ში და Twitter-ში მას შემდეგ დაბლოკეს, რაც ტრამპის მომხრეები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებით იყვნენ უკმაყოფილოები, კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. სოციალური ქსელების ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ტრამპმა თავისი შეტყობინებებით ამ აქციების ჩატარების პროვოცირება მოახდინა.
იანვარში Meta Platforms-მა ტრამპის სარჩელის მოსაგვარებლად 25 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა, ხოლო კომპანია X-მა ტრამპის სარჩელის დავის გადასაჭრელად 10 მლნ დოლარი გადაიხადა.