დალია გრიბაუსკაიტე: პუტინი სანამ ცოცხალია ომის გზას გააგრძელებს

ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე მიიჩნევს, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარება შეუძლებელია იქამდე, ვიდრე რუსეთი უარს არ იტყვის თავის იმპერიულ ოცნებებზე.

გრიბაუსკაიტეს თქმით, კრემლის ლიდერი იქამდე იბრძოლეს თავისი მიზნებისთვის, სანამ ცოცხალია.

„სანამ რუსეთი არ შეწყვეტს თავის იმპერიალისტურ მიდგომებს და ქმედებებს, არ იქნება ხანგრძლივი მშვიდობა. იქნება მხოლოდ დროებითი მშვიდობა ან პაუზა ომებს შორის“, – აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

მისი აზრით, ამ ეტაპზე თავად პუტინმა, შესაძლოა, აღარ იცოდეს, რისი მიღწევა სურს ომის გაგრძელებით.

„უკვე ცხადია, რომ როგორც კი ის ომის ამ გზას დაადგა, უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა. ვფიქრობ, ის ამ ომის გზას მთელი ცხოვრება გააგრძელებს“, – თქვა გრიბაუსკაიტემ.