ევროკავშირში ახალი წევრების მიღების დასაჩქარებლად ხმის მიცემის წესების შეცვლას რამდენიმე წევრი ქვეყანა ეწინააღმდეგება, მათ შორის უნგრეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები და საბერძნეთი. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს შეცვლის იდეით გამოდის, რათა გაწევრიანების ეტაპები კვალიფიციური ხმის მიცემის უმრავლესობით გაიხსნას და არა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით.
ევროკავშირის 27 ლიდერი დღეს კოპენჰაგენში, ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ სამიტზე შეიკრიბება, სადაც საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა აპირებს, კანდიდატი ქვეყნებისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს შეცვლის შესაძლებლობა წამოჭრას.
მედიის ცნობით, ევროკავშირში ახალი წევრების მიღების დასაჩქარებლად ხმის მიცემის წესების შეცვლას, რამდენიმე წევრი ქვეყანა ეწინააღმდეგება. გამოცემის თანახმად, ინიციატივას მხარს არ უჭერს უნგრეთი, ასევე რამდენიმე სხვა ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, ნიდერლანდები, საბერძნეთი და ნაკლებად სავარაუდოა, რომ დანიის ფართო მხარდაჭერას მიიღებს.