რა განაცხადეს სუს-ში ზვიად კუპრავას დაკავებასთან დაკავშირებით

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტა­ტი ზვი­ად კუპ­რა­ვა და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­დეს.

  • საქ­მე ეხე­ბა 30 სექ­ტემ­ბერს, კუპ­რა­ვას მიერ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას.

“სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ და­კა­ვე­ბუ­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ და თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს მოქ­მე­დი წევ­რი ზვი­ად კუპ­რა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, 2025 წლის 30 სექ­ტემ­ბერს ზვი­ად კუპ­რა­ვამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ნა­თავ­სა ვი­დეო, სა­დაც მან მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­და ოთხი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის ჩაშ­ლი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დატ­რი­ა­ლე­ბის­კენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­წო­დე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ბუ­ნე­ბის შე­სა­ნიღ­ბად და შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით, მან არ­ჩევ­ნე­ბი რუ­სულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ად, სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის პუნ­ქტად, ხოლო სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა – ივა­ნიშ­ვი­ლად მო­იხ­სე­ნია, რაც ბუ­ნებ­რი­ვია ვერ გა­მო­რი­ცხავს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ო­ბას.

ასე­ვე, კუპ­რა­ვამ და­კა­ვე­ბი­სას ჩვენს წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­უ­წია წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა.

შე­სა­ბა­მი­სად, ზვი­ად კუპ­რა­ვამ ჩა­ი­დი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 317-ე და 353-ე მუხ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბა, რაც სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის­კენ საქ­ვეყ­ნოდ მო­წო­დე­ბას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის მი­მართ მისი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­წყვე­ტის მიზ­ნით წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გუ­ლის­ხმობს.

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ მან ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­ტი­ვიც და­ა­სა­ხე­ლა – ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­უ­ყე­ნა სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდეს მსჯავ­რდე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და მის მიერ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბად მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი სხვა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი თუ მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი.

აღ­ნიშ­ვნას სა­ჭი­რო­ებს ის ფაქ­ტიც, რომ გარ­და სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის­კენ მო­წო­დე­ბი­სა, ბრალ­დე­ბუ­ლი აა­ნონ­სებ­და სხვა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­საც, რო­მე­ლიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 162-ე მუხ­ლით, რაც ძა­ლა­დო­ბით ან ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით არ­ჩევ­ნებ­ში ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლას გუ­ლის­ხმობს.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ყუ­რა­დღე­ბით შე­ის­წავ­ლის ყვე­ლა მსგავს გან­ცხა­დე­ბას თუ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბას მათი სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბის მიზ­ნით“, – გა­ნა­ცხა­და სუს-ის უფ­რო­სის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, ლაშა მაღ­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­უ­ბა­რია კუპ­რა­ვას შემ­დეგ გან­ცხა­დე­ბა­ზე:

„ასი ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა გა­და­წყვი­ტა, 4 ოქ­ტომ­ბერს და­ამ­ხოს ივა­ნიშ­ვი­ლი, მათ შო­რის მეც. ჩვე­ნი ტაქ­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნა არის, 4 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ი­შა­ლოს რუ­სუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია. რო­გორ ვა­ხერ­ხებთ ამას – 4 ოქ­ტომ­ბერს, თბი­ლი­სის მას­შტა­ბით გახ­სნი­ლი იქ­ნე­ბა 500 სპე­ცო­პე­რა­ცი­ის პუნ­ქტი, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 3 000-ზე მეტი. ივა­ნიშ­ვილ­მა იცის, რომ 500 პუნ­ქტი არის ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი, რო­მელ­საც ის დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად, ვერ გა­ა­კონ­ტრო­ლებს. დი­ლი­დან რო­გორც ჯგუ­ფე­ბად, ასე­ვე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვი­წყებთ მოძ­რა­ო­ბას ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით და 500-დან ერთ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის პუნ­ქტს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვარ­ღვევთ, რის შემ­დე­გაც მი­ვი­ღებთ დო­მი­ნოს პრინ­ციპს და ივა­ნიშ­ვი­ლი და­ემ­ხო­ბა. ალ­ბათ, ვი­ღაც იფიქ­რებს და­გი­ჭე­რე­ნო, ვერ და­მი­ჭე­რენ, ჯერ ერთი იმი­ტომ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს არ აქვს რე­სურ­სი დღეს, რომ მე ან ვინ­მე და­ი­ჭი­როს და მე­ო­რე, თუ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე ივა­ნიშ­ვი­ლი საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რს და­ი­ჭერს, მისი სტრა­ტე­გი­უ­ლი ამო­ცა­ნა, მშვი­დად ჩა­ა­ტა­რო რუ­სუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია, ვერ იქ­ნე­ბა მიღ­წე­უ­ლი“, – გა­ნა­ცხა­და კუპ­რა­ვამ.