საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7263 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7258 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2034 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1968 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0655 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 2 ოქტომბერს შევა ძალაში.