არაბული მედიის ცნობით, მოსკოვში სირიის ყოფილი პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი მოწამლეს

მოსკოვში სირიის ყოფილი პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი მოწამლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, სირიის ყოფილი პრეზიდენტი ლიკვიდაციის მცდელობის დროს მოწამლეს.

არაბული მედიის თანახმად, არავის ჰქონდა ასადის მონახულების უფლება მისი მკურნალობის დროს, გარდა მისი ძმის, მაჰერ ალ-ასადისა და საპრეზიდენტო საქმეთა ყოფილი გენერალური მდივნის, მანსურ აზამისა.

გავრცელებული ცნობით, ბაშარ ალ-ასადმა რუსეთის დედაქალაქის გარეუბანში მდებარე საავადმყოფო უკვე დატოვა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.