ტრამპის მორიგი ბრძანება – აშშ კიევს რუსეთის სიღრმეში სარაკეტო დარტყმებისთვის სადაზვერვო მონაცემებს მიაწვდის: შეთანხმების დეტალები

აშშ უკ­რა­ი­ნას რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ის სიღ­რმე­ში მდე­ბა­რე ენერ­გე­ტი­კუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ობი­ექ­ტებ­ზე დარ­ტყმე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად სა­ჭი­რო სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­აწ­ვდის.

  • რო­გორც The Wall Street Journal აშშ-ის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა უკვე გას­ცა.

გა­ზე­თის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ნამ­დე ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცია უკ­რა­ი­ნას სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცი­ას აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ აწ­ვდი­და.

შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა ასე­ვე მო­უ­წო­და თა­ვის ევ­რო­პელ მო­კავ­ში­რე­ებს, გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნათ სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცია რუ­სე­თის ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხნე­ბის, მილ­სა­დე­ნე­ბის და სხვა ენერ­გე­ტი­კუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნის დარ­ტყმე­ბის სა­მიზ­ნე გამ­ხდა­რიყ­ვნენ.

წყა­რო­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ეს იმ ფონ­ზე ხდე­ბა, რო­დე­საც ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცია კი­ე­ვის­თვის ისე­თი ია­რა­ღის გაგ­ზავ­ნას გა­ნი­ხი­ლავს, რო­მელ­საც რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მეტი სა­მიზ­ნე­ე­ბის მი­ზან­ში ამო­ღე­ბა შე­უძ­ლია.

სა­უ­ბა­რია Tomahawk-ისა და Barracuda-ს ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ არ არის მი­ღე­ბუ­ლი.

ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით დო­ნალდ ტრამ­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიგ­ნა­ლია, რო­მე­ლიც მი­უ­თი­თებს აშშ-ის მზა­ო­ბა­ზე, გა­ზარ­დოს ამე­რი­კუ­ლი მხარ­და­ჭე­რა უკ­რა­ი­ნის მი­მართ მას შემ­დეგ, რაც მცდე­ლო­ბე­ბი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის მიღ­წე­ვის­კენ წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

წყა­რო