წელს რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ქონება თითქმის 30 მლრდ დოლარით გაიზარდა – Bloomberg-ის რეიტინგი

დასავლური სანქციების მიუხედავად, რუსი მილიარდერების ქონება ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად, 2025 წლის იანვრიდან დღემდე რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ქონება თითქმის 30 მლრდ დოლარით გაიზარდა.

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, წლის დასაწყისიდან ყველაზე მეტი შემოსავალი Telegram-ის დამფუძნებელმა პაველ დუროვმა მიიღო, მისი ქონება 4.82 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 15.8 მილიარდ დოლარს მიაღწია. მეორე ადგილზე Severstal-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ალექსეი მორდაშოვი, რომლის ქონება 9 თვის განმავლობაში 3.66 მლრდ დოლარით გაიზარდა და 26.9 მლრდ დოლარს შეადგენს. სამეულშია Metalloinvest-ის თანამფლობელი, ალიშერ უსმანოვი, რომელიც 3.41 მლრდ დოლარით გამდიდრდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ Bloomberg Billionaires Index-ზე დაყრდნობით გთავაზობთ, 10 რუს ოლიგარქს, რომელიც წელს კიდევ უფრო მეტად გამდიდრდა:

  • პაველ დუროვი, Telegram-ის დამფუძნებელი – გამდიდრდა 4.82 მლრდ დოლარით (ქონება – 15.8 მლრდ დოლარი)
  • ალექსეი მორდაშოვი, Severstal-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე – გამდიდრდა 3.66 მლრდ დოლარით (ქონება – 28.6 მლრდ დოლარი)
  • ალიშერ უსმანოვი, Metalloinvest-ის თანამფლობელი – გამდიდრდა 3.41 მლრდ დოლარით (ქონება – 16.6 მლრდ დოლარი)
  • ლეონიდ მიხელსონი, Novatek-ის სხდომის თავმჯდომარე – გამდიდრდა 2.58 მლრდ დოლარით (ქონება – 24.9 მლრდ დოლარი)
  • ვიქტორ ვეკსელბერგ, Renova-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე – გამდიდრდა 2.58 მლრდ დოლარით (ქონება – 9.87 მლრდ დოლარი)
  • სულეიმან ქერიმოვი, Polyus-ის 76%-ის მფლობელი – გამდიდრდა 2.45 მლრდ დოლარით (ქონება – 9.49 მლრდ დოლარი)
  • გენადი ტიმჩენკო, Novatek-ის მეწილე, ჰოკეის ლიგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე – გამდიდრდა 1.95 მლრდ დოლარით (ქონება- 13 მლრდ დოლარი)
  • ვლადიმირ პოტანინი, Norilsk Nickel-ის პრეზიდენტი – გამდიდრდა 1.47 მლრდ დოლარით (ქონება – 29.3 მლრდ დოლარი)
  • ლეონიდ ფედანი, Lukoil-ის პრეზიდენტი – გამდიდრდა 1.01 მლრდ დოლარით (ქონება -11.1 მლრდ დოლარი)
  • რომან აბრამოვიჩი Sibneft-ის დამფუძნებელი – გამდიდრდა 814 მლნ დოლარი (ქონება – 7.73 მლრდ დოლარი)

ამ დროისთვის Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგში 20 რუსი მილიარდერია, აქედან ყველაზე მდიდარი არის ვლადიმერ პოტანინი, ყველაზე “ღარიბი “კი რომან აბრამოვიჩი.