ბელგიაში, ლიეჟის პროვინციაში მდებარე ელზენბორნის ბაზის თავზე 15 უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
ბელგიის მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა. უწყებაში განაცხადეს, რომ ამ ინციდენტს გამოიძიებენ.
ელზენბორნის სამხედრო ბაზა – სასწავლო ბანაკია, სადაც სხვა წვრთნებთან ერთად სროლაში სწავლებები ტარდება. ბელგიური მედია იუწყება, რომ დრონები მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც უპილოტო აპარატების აღმოჩენის სისტემის გამოცდა ტარდებოდა.
სამხედრო ანალიტიკოსი იენს ფრანსენი ვარაუდობს, რომ, წინასწარი ცნობით, დრონები ბელგიაში გერმანიიდან შეფრინდნენ. იქ დრონები ქალაქ დიურენის პოლიციამ აღმოაჩინა.