ორბანი: უნგრელებს არ სურთ უკრაინელებთან ერთად იყვნენ ევროკავშირში

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინელების ბედი „რუსეთის გვერდით ცხოვრებაში“ მდგომარეობს.

ორბანმა აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში მიღებას ბლოკის 27-ვე წევრი ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, უნგრეთს არ აღელვებს, რას იტყვის დანარჩენი 26 სახელმწიფო.

„უნგრელებს არ სურთ უკრაინელებთან ერთად იყვნენ ევროკავშირში. მე ღრმად ვეთანხმები ამას, რადგან თუ ვინმესთან მოკავშირე სისტემაში ხარ, მის ბედს იზიარებ“, – ხაზგასმით აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.