შალვა პაპუაშვილი: არის ტიპური ცრუ ნარატივები, რომელსაც ყოველ ჯერზე ფეიკ მედია და ამ შემთხვევაში „ლელოს“ მედია ავრცელებს. ყველა არჩევნებზე ტიპური ჩამოწერილი აქვთ ცრუ ნარატივი

მე ვერ ვხვდები რა გაიძულებთ ტყუილების საუბარს, განსაკუთრებით არჩევნების დღეს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელმაც თქვა, რომ საარჩევნო უბნებზე ფულს არიგებენ.

„გეტყვით, რომ მაგალითად ოზურგეთში უბნებზე „ლელოს“ წარმომადგენლებმა უარი თქვეს გადასატან ყუთებს გაჰყოლოდნენ, რაც არის დარღვევა. მათ ფაქტობრივად უარით თქვეს, რომ გადასატან ყუთებს გაჰყოლოდნენ. ასევე ბათუმში მეორედ შევიდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი უბანზე და გახდა საჭირო მისი გაყვანა.

არის ტიპური ცრუ ნარატივები, რომელსაც ყოველ ჯერზე ფეიკ მედია და ამ შემთხვევაში „ლელოს“ მედია ავრცელებს. ყველა არჩევნებზე ტიპური ცრუ ნარატივი ჩამოწერილი გაქვთ, თითქოს ხდება თანხის დარიგება და ა.შ. იცით, რომ ყველა ჯერზე დამტკიცდა, რომ ეს იყო ტყუილი. ქოლ ცენტრი თქვენი პარტიას, „ლელოს“ აქვს ცენტრალურ ოფისში და თქვენი პარტიის თბილისის კანდიდატი იდგა და თავად ტელეფონზე საუბრობდა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.