დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვი: “ევ­რო­პა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი დრო­ნე­ბი, შე­საძ­ლოა, კი­ე­ვის პრო­ვო­კა­ცია იყოს”

რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვი აცხა­დებს, რომ ევ­რო­პა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი დრო­ნე­ბი, შე­საძ­ლოა, კი­ე­ვის პრო­ვო­კა­ცია იყოს.

“ევ­რო­პის ქა­ლა­ქე­ბი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის, ანუ ამო­უც­ნო­ბი მფრი­ნა­ვი დრო­ნე­ბის ეპი­დე­მი­ამ მო­იც­ვა. უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი ყველ­გა­ნაა: სამ­ხედ­რო ბა­ზებ­თან ახ­ლოს, აე­რო­პორ­ტებ­ში, მინ­დვ­რებ­ში და ქა­ლა­ქე­ბის თავ­ზე. გა­ურ­კვე­ვე­ლია, ვისი არი­ან ისი­ნი. რა ვერ­სი­ე­ბი არ­სე­ბობს?“ – და­წე­რა მედ­ვე­დევ­მა „ტე­ლეგ­რამ“ არხზე.

პირ­ველ შე­საძ­ლო ვერ­სი­ად მან და­ა­სა­ხე­ლა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მიერ ია­რა­ღის მო­მა­რა­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა და ომის პრო­ვო­ცი­რე­ბის მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი.

მე­ო­რე შე­საძ­ლო ვერ­სი­ად მან და­ა­სა­ხე­ლა პრო­რუ­სუ­ლი მი­წის­ქვე­შა ძა­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა ამ ქვეყ­ნებ­ში, რომ­ლის მი­ზა­ნია ევ­რო­კავ­შირ­ში ცხოვ­რე­ბის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია, თუმ­ცა და­ა­მა­ტა, რომ ეს სა­ეჭ­ვო იყო.

მედ­ვე­დე­ვის მტკი­ცე­ბით, კი­დევ ერთი ვერ­სი­აა სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბის სიმ­ტკი­ცის ტეს­ტი­რე­ბა, რო­მელ­საც, შე­საძ­ლოა, ად­გი­ლობ­რი­ვი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ. მისი თქმით, ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ეს შე­საძ­ლოა იყოს „ად­გი­ლობ­რი­ვი უსაქ­მუ­რე­ბის ხუ­ლიგ­ნუ­რი თა­მა­შე­ბი“.

მე­ხუ­თე შე­საძ­ლო ვერ­სი­ად კი მან „დრო­ნე­ბის პირ­და­პირ რუ­სე­თი­დან გაგ­ზავ­ნა“ და­ა­სა­ხე­ლა.

„სი­ნამ­დვი­ლე­ში, „რუ­სუ­ლი დრო­ნე­ბის“ გარ­შე­მო პა­ნი­კა შე­იძ­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი მი­ზე­ზით, ან მათი კომ­ბი­ნა­ცი­ით. მთა­ვა­რი ეს არ არის. მთა­ვა­რია, რომ ვიწ­რო აზ­როვ­ნე­ბის მქო­ნე ევ­რო­პე­ლებ­მა ომის საფრ­თხე სა­კუ­თარ ტყავ­ზე გა­ნი­ცა­დონ. მათ უნდა ეში­ნო­დეთ და კან­კა­ლებ­დნენ, რო­გორც უგუ­ნუ­რი ცხო­ვე­ლე­ბი ჯოგ­ში, რომ­ლე­ბიც სა­საკ­ლა­ო­ზე მი­ე­რე­კე­ბი­ან. იქ­ნებ მა­შინ მიხ­ვდნენ, რა არის ომი და თა­ვე­ბი წა­აგ­ლი­ჯონ სა­კუ­თარ გონ­ჯებს, რო­გო­რე­ბიც არი­ან მერ­ცი და მაკ­რო­ნი, რომ­ლე­ბიც სის­ხლისღვრით ფულ­სა და პო­ლი­ტი­კურ ქუ­ლებს შო­უ­ლო­ბენ“, – და­წე­რა მედ­ვე­დევ­მა.