რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ უპასუხა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის განცხადებას, რომ დრონებით მომხდარი ინციდენტების სერიის უკან შესაძლოა, რუსეთი იდგეს.
კერძოდ, მერცმა განაცხადა, რომ, მისი ვარაუდით, შაბათ-კვირას გერმანიის თავზე აღმოჩენილი დრონების უმეტესობის უკან რუსეთი დგას.
გერმანიის კანცლერის საპასუხოდ ზახაროვამ განაცხადა, რომ გერმანია დრონების ინციდენტების გამოძიებას „მომდევნო საუკუნეში“ დაასრულებს.
„ბერლინმა ჯერ ვერ გაარკვია „ნაკადები“ [„ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენის აფეთქებები]; მათ ჯერ კიდევ არ იციან, ვინ ააფეთქა ისინი. დრონებამდე, ალბათ, მომდევნო საუკუნეში მივლენ“, – აღნიშნა მან.