ზელენსკი: უკრაინა ევროკავშირში იქნება ორბანთან ერთად თუ მის გარეშე

„უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აჭიანურებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შეუქცევად პროცესს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის ევროკავშირში წევრობა უკრაინელი ხალხის არჩევანია.

როგორც უკრაინული მედია წერს, ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უნგრელები მხარს უჭერენ უკრაინას ორბანის განცხადებების მიუხედავად.

„უკრაინა ევროკავშირში იქნება ორბანთან ერთად თუ მის გარეშე, რადგან ეს უკრაინელი ხალხის არჩევანია. როდესაც ქვეყნების უმეტესობა, უნგრეთის გარდა, მხარს უჭერს უკრაინას, ისინი ხვდებიან, თუ რამდენად აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერა. უკრაინა იბრძვის ყველასთვის, საკუთარი თავისუფლებისთვის, ევროპის თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.