საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 % შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1%-ით განისაზღვრა.
სტატისტიკის მიხედვით, გასულ თვეში, წლიურად ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის იყო ატამი – 84.5%, ლიმონი – 82% და ქლიავი – 79%. რაც შეეხება გაიაფებულს, სამეულშია: პომიდორი 17%, მაცივარი 17% და თვითმფრინავით მგზავრობა 15%.
რაც შეეხება მომსახურებებს, წლიურად ყველაზე მეტად გაიზარდა საავადმყოფოს მომსახურებისა და ტელეფონის შეკეთების ფასი.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრენიუსი“ საქსტატზე დაყრდნობით გთავაზობთ გაძვირებული ტოპ-20 მომსახურების ჩამონათვალს:
- საავადმყოფოს მომსახურება – 27%
- მობილური ტელეფონის შეკეთება – 14%
- თერაპევტის კონსულტაცია – 13%
- ავტომობილის რეცხვის გადასახდელი – 10.4%
- ქალის თმის დავარცხნა – 10%
- მამაკაცის თმის შეჭრა – 9%
- ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება – 9%
- ჯანმრთელობის დაზღვევა – 8.7%
- სანტექნიკოსის მომსახურება – 8.3%
- სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) – 7%
- სასტუმროს მომსახურების ღირებულება – 6.4%
- მამაკაცის ტანსაცმლის გადაკეთება – 6%
- სისხლის ანალიზი – 5%
- საგარეუბნო ავტობუსით მგზავრობა – 4.5%
- ძიძის მომსახურების ღირებულება – 4.4%
- გასართობი ცენტრის მომსახურების ღირებულება -4%
- ტაქსით მომსახურება ქალაქს შიგნით – 3.3%
- მამაკაცის ფეხსაცმლის შეკეთება -3%
- მღებავის მომსახურება – 2.4%
- ქალის ფეხსაცმლის შეკეთება – 2.3%