საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ბრუნო ლე მერი თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთი დღის შემდეგ გადადგა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ლე მერმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.
ლე მერის განცხადებით, მთავრობაში მოსვლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ თავს ვალდებულად თვლიდა რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ემსახურა საფრანგეთისთვის და ფრანგი ხალხისთვის.
„ვხედავ, რომ ჩემმა გადაწყვეტილებამ გაუგებარი, ცრუ და შეუსაბამო რეაქციები გამოიწვია. აქედან გამომდინარე, 6 ოქტომბერს, დილით, მე შევთავაზე რესპუბლიკის პრეზიდენტს, დაუყოვნებლივ გადავმდგარიყავი მთავრობიდან და ჩემი უფლებამოსილება, როგორც შეიარაღებული ძალების მინისტრისა, გადამეცა პრემიერ-მინისტრისთვის“, – წერს ბრუნო ლე მერი.
მანამდე, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ პრეზიდენტ მაკრონს გადადგომის თხოვნით მიმართა. ემანუელ მაკრონმა ლეკორნუს თხოვნა დააკმაყოფილა. ლეკორნუმ საფრანგეთის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე სულ 27 დღე იმუშავა – ეს არის საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე მოკლე ვადა.
მედიის ცნობით, საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი პარტიები ახალი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე საუბრობენ.