ტელეწამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, ერთ-ერთ აქტივისტს, ნანა, ნანა სანდერს კითხვით მიმართა: “სად არის ემიგრანტების შეგროვებული ფული, რითიც აქციის მონაწილეებისთვის და სტუდენტებისთვის აირწინაღები უნდა ეყიდა.
მოგვიანებით, ჟორჟოლიანმა ვიდეომიმართვა ჩაწერა და ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა.
ნანა სანდერმა მოგვიანებით ვრცლად განმარტა, რომ ყველა მტკიცებულება აქვს, რომ საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს და ჟორჟოლიანის საჯარო ბოდიშის მოხდას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოში ჩივილით ემუქრება.
“Gofundme- ზე ფონდი გამჭვირვალეა ლინკი დევს კომენტარებში და შეუძლია ნებისმიერს ნახვა რამდენი თანხა შემოვიდა… ჩვენი ფონდით ეკიპირების თავად ყიდვას არ ვაპირებდით – მიზანი იყო, იმ ჯგუფებს ვისაც ვიცნობდით თავად შეეძინათ რაც სჭირდებოდათ და მათთვის გადაგვერიცხა.
შე მატყუარა ქალო, აგერ ფაქტები და მტკიცებულებები მიდევს რა თანხაც შემოვიდა და სად დაიხარჯა და რამდენიც დარჩა, შენ გუშინ დღიდან ცდილობ ჩემს გაშავებას და ჩემზე გადმობრალებას თქვენი მხრის უპასუხისმგებლობის და შენიანების სიბინძურეების. დამიდე ერთი მტკიცებულება ვინმე დავბლოკე ან ვინმეს თანხა დავხარჯე. მიდი გელოდები!!! წავიდეთ სასამართლოში ვიდავოთ? ხომ ხართ ღირსები სათითაოდ აგახიოთ სახეები? ქოცების რუსულ სასამართლოსაც კი იმსახურებთ – თქვენმა პარტიამ შექმნა და მოიტანა, კადრებაზე რომ მივიდეს საქმე და თქვენი ცხოვრების გამწარება რომ მომინდეს, აი ამის ღირსები ხართ შენც, ელისო კილაძეც, სხვა ნაცებიც და დანარჩენებიც!
ლაივში დამიჯდები დებატებში იმაზე რასაც შენ მაბრალებ და ცდილობ ჩემს გაშავებას? ( ბევრგან წერე მტკიცებით ფორმაში შენც ელისო კილაძესავით)იმედიდანაც კი მწერენ ამაზე, მაგრამ რუსებთან არ ვაპირებ მე საუბარს! და კონკრეტულად შენ მოგცემ შანსს არ მოგიწიოს რუსულ სასამართლოში სირბილი, თუ გამოიყენებ ამ შანსს ეს იქნებოდა ყველაზე სწორი გზა.
პს. ვისაც არ გინახავთ 3338, 92 ევრო რაში დაიხარჯა ნახეთ ჩემი ბოლო პოსტიც ( მტკიცებულებებით) და აქაც ვიტყვი- 1500 ევრო გადაირიცხა ერთ ჯგუფთან, დარჩენილი 1837, 92 ევრო ადგილზეა.
შენ და სხვა ნაცებმაც პოლიტპატიმრების მშობლებს უთხარით, რომ მე დავაზიანე თითქოს პროცესი, რა გავიტანე? რა ინფორმაცია 110 კაციანი ჯგუფიდან? რას ატყუებთ ამ მშობლებს ? თქვენს და თქვენიანების გაწირულ ბრძოლას, გაწირულ პოლიტპატიმრებსაც ( ამ ბრძოლის მოგებაზე იყო დამოკიდებული მათი დახსნა) თქვენგან თავდაცვის საშუალებების გარეშე დატოვებულ ხალხსაც მე მტენით, ხელებს მაწმენდთ ბინძურად და არ გამოგივა ნანუკა არც შენც, არც ბინძურ კილაძეს, არც თქვენს მოქოქილ ხალხს ეს” – მიმართავს ჟორჟოლიანს სანდერი.