როდესაც გამოდიხარ და ხმამაღლა აცხადებ, რომ უნდა დაამხო ხელისუფლება, შემდეგ გამოდიხარ მიტინგზე და სიას კითხულობ როგორ უნდა დააპატიმრო მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელი არაერთი პირი, მერე მოუწოდებ, რომ წავიდნენ და აიღონ პრეზიდენტის სასახლე, რა უნდა დაერთოს ასეთ პირებს, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
„არის ვინმე დედამიწაზე ადამიანი, რომელიც ივარაუდებს, რომ ამის გამკეთებელს კანონი არ მიაკითხავს. მაშინ ის ან ფსიქიკასთან არის მძიმედ, ან კიდევ ლოგიკური აზროვნების უნარი არ გააჩნია“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
პასუხისმგებლობისგან გაქცევა და დანაშაულისგან დისტანცირების მცდელობა – პოლიტიკოსები, რომლებიც ოთხი ოქტომბრის აქციის მხარდამჭერები და ხელისუფლების დამხობის მომხრეები იყვნენ, ახლა აქციის ორგანიზატორებს აკრიტიკებენ.