თურქეთში, მერსილის პროვინციის ერდემლის რაიონში ავტობუსი თხრილში გადავარდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ავტობუსს სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული მუშები გადაჰყავდა.
ავარიის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.