რა წერია 5 ევროპარლამენტარის განცხადებაში, საქართველოსთან დაკავშირებით?

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ. გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს 2025 წლის 4 ოქ­ტომ­ბრის ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბი „შე­ზღუ­დულ გა­რე­მო­ში ჩა­ტარ­და, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” თვით­და­ნიშ­ნუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის მიერ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, და­მო­უ­კი­დე­ბელ მე­დი­ა­სა და პო­ლი­ტი­კურ ოპო­ზი­ცი­ა­ზე თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე რეპ­რე­სი­ე­ბის კონ­ტექ­სტში“.

“ვგმობთ იმ ფაქტს, რომ ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა ფაქ­ტობ­რი­ვად აღ­კვე­თეს სან­დო სა­არ­ჩევ­ნო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის დას­წრე­ბა – ეუთო/ოდი­რის­თვის დაგ­ვი­ა­ნე­ბით გაგ­ზავ­ნი­ლი მოწ­ვე­ვით და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­ზღუდ­ვე­ბით ხელი შე­უ­შა­ლეს ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ დაკ­ვირ­ვე­ბას”, – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი ასე­ვე, შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ „არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ქუ­ჩებ­ში ძა­ლა­დობ­რი­ვი შე­ტა­კე­ბე­ბით და ყვე­ლას სიმ­შვი­დის­კენ“ მო­უ­წო­დე­ბენ.

“ქარ­თულ ოც­ნე­ბას მო­ვუ­წო­დებთ, შე­წყვი­ტოს დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე თავ­დას­ხმა და პა­ტი­ვი სცეს შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბებს, შე­წყვი­ტოს დე­მონ­სტრან­ტე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბა და უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს.

ასე­ვე ვგმობთ მზარ­დად აგ­რე­სი­ულ კამ­პა­ნი­ას ევ­რო­კავ­ში­რის წი­ნა­აღ­მდეგ, მათ შო­რის პერ­სო­ნა­ლურ თავ­დას­ხმებს ევ­რო­კავ­ში­რი­სა და წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ელ­ჩებ­ზე, ევ­რო­პელ პო­ლი­ტი­კო­სებ­სა და ცალ­კე წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ზე”, – აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი გმო­ბენ, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბულ გან­ზრახ­ვას, აკ­რძა­ლოს ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის­კენ სვლის ახა­ლი კულ­მი­ნა­ცია იქ­ნე­ბა”.

“ვი­მე­ო­რებთ ევ­რო­კავ­ში­რის და წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­სად­მი ჩვენს მო­წო­დე­ბას, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იმოქ­მე­დონ და პერ­სო­ნა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი შე­მო­ი­ღონ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” საკ­ვან­ძო პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი­სა და ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ვინც პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი არი­ან დე­მოკ­რა­ტი­ულ უკუს­ვლა­ზე, სა­არ­ჩევ­ნო თაღ­ლი­თო­ბა­ზე, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვებ­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი­სა და აქ­ტი­ვის­ტე­ბის დევ­ნა­ზე, კერ­ძოდ კი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ”, – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბის ავ­ტო­რე­ბი არი­ან: დე­ვიდ მა­კა­ლის­ტე­რი (სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე), მუ­ნირ სა­ტუ­რი (ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ქვე­კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე), სერ­გეი ლა­გო­დინ­სკი (Euronest სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ში ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის დე­ლე­გა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე), ნილს უშა­კოვ­სი (სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დე­ლე­გა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე) და რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ე­ნე (სა­ქარ­თვე­ლო­ზე ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის მუდ­მი­ვი მომხსე­ნე­ბე­ლი).