ევროკომისია: დღეს ჩვენ მივიღეთ ჩვენი ახალი ლგბტქ+ თანასწორობის სტრატეგია 2026–2030 წლებისთვის

ევროკომისიამ 2026-2030 წლების ლგბტქ+ თანასწორობის სტრატეგია დაამტკიცა.

როგორც ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სტრატეგია სამ ძირითად საკითხს შეეხება.

„სიყვარულის თავისუფლება. არსებობის თავისუფლება. დღეს ჩვენ მივიღეთ ჩვენი ახალი ლგბტქ+ თანასწორობის სტრატეგია 2026–2030 წლებისთვის. სტრატეგია სამ ძირითად სფეროზეა ფოკუსირებული: ლგბტქ+ ადამიანების დაცვა ძალადობის ყველა ფორმისგან; ლგბტქ+ ადამიანების გაძლიერება, რათა მათ შეძლონ დისკრიმინაციის გარეშე ცხოვრება და თანაბარი უფლებებით სარგებლობა ცხოვრების ყველა სფეროში; მთელი საზოგადოების ჩართულობა თანასწორობის ერთობლივი ხელშეწყობის საქმეში; რადგან თანასწორობა და თავისუფლება ჩვენი არსების ბირთვია. ერთად შეგვიძლია ევროპა ვაქციოთ ადგილად, სადაც ყველას შეუძლია თავისუფლად, უსაფრთხოდ და ამაყად იცხოვროს, შეიყვაროს და აყვავდეს“, – აღნიშნულია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.