ისრაელსა და “ჰამასს” შორის სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას ხელი მოეწერა. დოკუმენტი ყველა მძევლის სწრაფ გათავისუფლებას და ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაავრცელა.
“დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და “ჰამასმა” ხელი მოაწერეს ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას. ეს ნიშნავს, რომ ყველა მძევალს ძალიან მალე გაათავისუფლებენ და ისრაელი თავის ჯარებს შეთანხმებულ ხაზამდე გაიყვანს”, – წერს დონალდ ტრამპი.
ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაცია 2023 წლის 7 ოქტომბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საზღვარზე, მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალზე, “ჰამასმა”, ტერორისტული აქტი მოაწყო და რამდენიმე ისრაელელი მძევალი გაიტაცა.