საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სასაცილო მცდელობებს ახორციელებს იმისთვის, რომ შიდა ფაქტორებითა და მიზეზებით გამოწვეული პრობლემებიდან, ყურადღება გადაიტანოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„სასაცილო, იდიოტური და სრულიად არაადეკვატური მცდელობებით, როგორმე დააკისროს პასუხისმგებლობა ყველაფრისთვის, დაწყებული დრონების ფრენებით, ჰაკერებით, ეკონომიკური პრობლემებით და ბოლოს, „ჩრდილოვანი ფლოტით“, მაკრონი უბრალოდ ცდილობს ყურადღების გადატანას საკუთარი შიდა პრობლემებიდან, რომელიც გამოწვეულია შიდა ფაქტორებითა“, – განაცხადა ზახაროვამ.