რუსეთში გატაცებული ორი ავტომობილი ე.წ. სამხრეთ ოსეთში აღმოაჩინეს

რუსეთის ტერიტორიაზე გატაცებული „ლადას“ მარკის ორი ავტომობილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს და დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

ავტომობილები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სტავროპოლის მხარის შს თანამშრომლების მიერ იძებნებოდა.

სატრანსპორტო საშუალებებს რამდენჯერმე შეეცვალათ მესაკუთრე. ახლა ის დე ფაქტო პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს და კანონიერ პატრონს დაუბრუნეს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ამოღებული ავტომობილები სპეციალურ ექსპერტიზაზე გადაიყვანეს, სადაც მათი VIN-კოდების აღდგენა მოხდა. სწორედ ასე დადგინდნენ მანქანების კანონიერი მფლობელები.