ზელენსკი უკრაინისთვის Tomhawk-ის რაკეტების შესაძლო მიწოდებაზე: რუსებს გამოფხიზლებას აიძულებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ Tomhawk-ის რაკეტების მიწოდებამ, შესაძლოა, რუსები გამოაფხიზლოს და მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ. ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „შეუძლია უკრაინას გარკვეული გრძელვადიანი სარგებელი მოუტანოს“, რაც ნამდვილად გააძლიერებს ქვეყანას.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან ეს საკითხი პირველად ტრამპთან გასულ შემოდგომაზე, ნიუ-იორკში განიხილა.

„ახლა მნიშვნელოვანი სიგნალი ის არის, რომ უკრაინა ყველა შესაძლო საშუალებით ძლიერდება. ერთ-ერთი ასეთი შესაძლებლობა, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, არის Tomhawk-ის რაკეტების მიწოდება. ყველა ამ ფაქტორს შეუძლია გააძლიეროს უკრაინა და აიძულოს რუსები გონს მოვიდნენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის Tomhawk-ის რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გარკვეულწილად მიღებული აქვს.