ნიუ-იორკის გენერალურ პროკურორს ლეტიცია ჯეიმსს საბანკო თაღლითობის მუხლით ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
საბრალდებო დასკვნის დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, საქმე იპოთეკასთან დაკავშირებულ თაღლითობას ეხება.
პროკურორების მტკიცებით, ჯეიმსი ვირჯინიის შტატში თავის სახლს მეორე საცხოვრებელ ადგილად ასაღებდა, რათა იპოთეკური სესხი კარგი პირობებით აეღო. პარალელურად ის სახლს ფაქტობრივად აქირავებდა.
ფაქტზე კომენტარს არც პროკურორის ადვოკატები აკეთებენ. მედია აღნიშნავს, რომ პროკურორი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აქტიური მოწინააღმდეგეა.