მაკრონმა რამდენიმე დღის წინ გადამდგარი პრემიერი, ხელახლა დანიშნა ამ თანამდებობაზე – რა ხდება საფრანგეთის მთავრობაში?

ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა საფ­რან­გე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე სე­ბას­ტი­ან ლე­კორ­ნუ ხე­ლახ­ლა და­ნიშ­ნა, – ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN-ი საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

“რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტმა ბა­ტო­ნი სე­ბას­ტი­ან ლე­კორ­ნუ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად და­ნიშ­ნა და მას მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბა და­ა­ვა­ლა“, – ნათ­ქვა­მია ელი­სე­ის სა­სახ­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • ლე­კორ­ნუმ, რო­მელ­მაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა მიმ­დი­ნა­რე კვი­რის და­სა­წყის­ში და­ტო­ვა, გა­ნა­ცხა­და, რომ საფ­რან­გეთ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი უნდა დას­რულ­დეს.

“ეს პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი და არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა, რო­მე­ლიც ზი­ანს აყე­ნებს საფ­რან­გე­თის ინ­ტე­რე­სებს უნდა და­ვას­რუ­ლოთ”, – აღ­ნიშ­ნა ლე­კორ­ნუმ.

შე­გახ­სე­ნებთ, საფ­რან­გეთ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი 6 ოქ­ტომ­ბერს გამ­წვავ­და, რო­დე­საც ახ­ლად და­ნიშ­ნულ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა სე­ბას­ტი­ან ლე­კორ­ნუმ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის შემ­დეგ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა ლე­კორ­ნუს პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლის მიზ­ნით სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­მარ­თვა და­ა­ვა­ლა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ლე­კორ­ნუს ხე­ლახ­ლა და­ნიშ­ვნამ­დე მაკ­რო­ნი პარ­ლა­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნი­ლი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რებს შეხ­ვდა.

რა­ტომ გა­დად­გა ლე­კორ­ნიუ?

მთა­ვა­რი მი­ზე­ზი იგი­ვეა, რაც ადრე. 2024 წლის ზა­ფხულ­ში – ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე “ეროვ­ნუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის“ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა გა­და­წყვი­ტა ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის დაშ­ლა და ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა. მას შემ­დეგ საფ­რან­გე­თი პო­ლი­ტი­კურ კრი­ზის­ში იმ­ყო­ფე­ბა, რომ­ლის და­სას­რუ­ლი არ ჩანს. 2024 წლის ივ­ლის­ში მაკ­რო­ნის პრო­ტეჟემ, გაბ­რი­ელ ატალ­მა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა (ის ფაქ­ტობ­რი­ვად სექ­ტემ­ბრამ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და მთავ­რო­ბას). 2024 წლის სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში იგი მე­მარ­ჯვე­ნე რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მი­შელ ბარ­ნი­ემ შეც­ვა­ლა. ზუს­ტად ორი თვის შემ­დეგ, ბარ­ნი­ემ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის­გან უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ.

ბარ­ნი­ეს შემ­დეგ ყვე­ლა პარ­ტი­ის­თვის ყვე­ლა­ზე კომ­პრო­მი­სუ­ლი კან­დი­და­ტი ფრან­სუა ბა­ი­რუ მო­ვი­და. ის თა­ნამ­დე­ბო­ბას მიმ­დი­ნა­რე წლის სექ­ტემ­ბრამ­დე იკა­ვებ­და: ბა­ი­რუმ ბი­უ­ჯე­ტის კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბა ვერ შეძ­ლო და პარ­ლა­მენ­ტში მისი მთავ­რო­ბის­თვის უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კი­თხი წა­მო­ი­წყო.

შემ­დეგ, რო­დე­საც მაკ­რონ­მა ყვე­ლა შე­საძ­ლო კან­დი­დატს შო­რის სე­ბას­ტი­ან ლე­კორ­ნიუ აირ­ჩია, მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე რე­აქ­ცია საკ­მა­ოდ რბი­ლი იყო. პო­ლი­ტი­კო­სებ­მა და ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ამ­ჯე­რად პრე­ზი­დენ­ტმა გა­და­წყვი­ტა, თა­ვად ეხელ­მძღვა­ნე­ლა მთავ­რო­ბის­თვის: ლე­კორ­ნიუ მაკ­რო­ნის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ერ­თგულ მო­კავ­ში­რედ ით­ვლე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერ­ში მის ნე­ბას მიჰ­ყვე­ბა.

ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბით, რო­გორც მო­კავ­ში­რე­ე­ბი ისე მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი მის მთავ­რო­ბას დამ­ხო­ბით და­ე­მუქრნენ. ეს კი ნიშ­ნავ­და რომ “ის და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას ვერ ას­რუ­ლებ­და“.

2022 წელს, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის მე­ო­რე ვა­დით არ­ჩე­ვის შემ­დეგ, საფ­რან­გე­თის პო­ლი­ტი­კა უფრო და უფრო არას­ტა­ბი­ლუ­რი ხდე­ბა — არც ერთ პო­ლი­ტი­კურ ჯგუფს აღარ გა­აჩ­ნია სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა, გა­სულ წელს, მაკ­რო­ნის მიერ მი­ღე­ბულ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ და­ე­ნიშ­ნა ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, კრი­ზი­სი კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვა.

რო­გო­რი იყო საფ­რან­გე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის რე­აქ­ცია მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მა­ზე?

პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლებ­მა, ძი­რი­თა­დად, მაკ­რო­ნი გა­აკ­რი­ტი­კეს იმის გამო, რომ ვერ უზ­რუნ­ველ­ყო მის მიერ პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლა.

რა­დი­კა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის პო­ზი­ცია არ შეც­ვლი­ლა. ულტრა­მე­მარ­ცხე­ნე “უძ­ლე­ვე­ლი საფ­რან­გე­თის“ ლი­დე­რი ჟან-ლუკ მე­ლან­შო­ნი მაკ­რო­ნის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­დად­გო­მას ითხოვს.