შესაძლებელია უკვე მოხდეს [აშშ-თან] ჩვენი ურთიერთობების განახლება ახალი ფურცლიდან, არაფერი ზედმეტი – [ტრამპისგან] მისგან იყო პასუხი, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ თემას, ვერავის დავაძალებთ, გინდა თუ არა ხვალ გამეცი პასუხი, ჩვენ არ ვართ ასეთი დამოკიდებულების ხალხი,- ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს აშშ-თან ურთიერთობასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს.
„ელემენტარული რამ არის, რომ შესაძლებელია უკვე მოხდეს ჩვენი ურთიერთობების განახლება ახალი ფურცლიდან, არაფერი ზედმეტი. მისგან იყო პასუხი, არც ეს დამიმალავს, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ თემას. ისიც უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ, ჩვენი გზა გვაქვს, ჩვენ ვერავის ვერ დავაძალებთ გინდა თუ არა ხვალ გამეცი პასუხი. ჩვენ არ ვართ ასეთი დამოკიდებულების ხალხი, ხელისუფლება და ადამიანები. ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული არსებული რეალობა. აქედან გამომდინარე ვიცით გლობალური გამოწვევები, შეიძლება დღის წესრიგში ჯერჯერობით არ ფიგურირებს საქართველო და ესეც გასაგებია და გასაგებიც უნდა იყოს. პოზიტიური მოლოდინი თავისთავად [გვაქვს]. დონალდ ტრამპმა მომილოცა 26 მაისი, ეს დამალეს. განა არ იციან, რომ ეს [ფოტო] „ფეიკი“ არაა და ნამდვილია, იქ ვიყავი, გაეროში გამოვედი, შემდეგ ვახშამს დავესწარი, სისულელეა ახლა ამის მტკიცება. ფაქტია, ეს მოცემულობაა. რატომ უნდა უარყონ იცით? იმიტომ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ინსტრუმენტად ჰყავთ გამოყენებული შთააგონონ , რომ ეს ნამდვილი არ არის. გაურბიან ფაქტობრივ პასუხს, ფაქტსაც კი შლიან. აშშ-ის პრეზიდენტის მილოცვაც კი „გააბანძეს”. ჩვენ გვეუბნებიან მონებიო, აი მონობა რა არის, კითხვას ვერ უსვამს საკუთარ თავს, ეს ფაქტია თუ არ არის ფაქტი, გამოვიდეს და ხმამაღლა თქვას. იმ ახალგაზრდას უთხრას, იცით, რა ფაქტია კი, ყაველაშვილი შეხვდა და ჰქონდა ურთიერთობა და ეს სურათიც ნამდვილია და ეს მილოცვაც ნამდვილია. ამის გამბედაობა არ აქვთ. თქვენ წარმოგიდგენიათ რა ხალხთან გვაქვს საქმე”,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
გარდა ამისა, ყაველაშვილის თქმით, სიამაყის განცდა აქვს, რომ საქართველოს „შეუძლია ასეთი პოზიციონირება, რომ არავის მისდევს, არავის აეკიდება კალთაზე, წარმოაჩენს თავის სახელმწიფოს, თავის ეროვნულ ინტერესს, თანასწორია ყველასთან ურთიერთობაში, ვინც არ უნდა იყოს, რა დიდი ქვეყანაც არ უნდა იყოს”.
„ერთი ერთში არის ტრამპთან ბრძოლა. თითქმის მთელი ჰოლივუდი ებრძოდა ამ ადამიანს ხომ? რუსული პროექტი. ნუთუ ამ ადამიანებს ამ ახალგაზრდებს არ ებადებათ კითხვა, ნეიტრალურ ხალხს ხომ ებადება კითხვა, რომ ტრამპიც რუსეთია? ტრამპიც რუსულია? ეს ადამიანები იგივეს იძახდნენ ტრამპზეც, ეს ხომ მოცემულობაა, ეს ხომ ფაქტია. როცა ტრამპმა გაიმარჯვა, იგივე ადამიანები – სააკაშვილი, გვარამია და სხვები, ამგვარ ბრალდებებს აჟღერებდნენ. ღირებულებით ნაწილში კი, ჩვენ და ტრამპს თანხვედრა გვაქვს. როცა ის იბრძოდა გამარჯვებისთვის, ჩვენც იგივე ღირებულებები გვქონდა: ოჯახური ფასეულობები, ეროვნული ინტერესები, ეკონომიკური განვითარება, მიგრაციის საკითხები და ა.შ. ბევრ თემაში თანხვედრაა აშშ-ის პრეზიდენტთან”, – განაცხადა ყაველაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში.