გლობალურ ბაზრებზე ნედლი ნავთობის ფასი შემცირდა. ბოლო ვაჭრობის შედეგად, ბაზრებზე brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასი ბარელზე 62.73 დოლარით (-3.82%) განისაზღვრა, ამერიკული WTI ნედლი ნავთობის ღირებულება კი 58.90 დოლარია (-4.24%). აღსანიშნავია, რომ 7 მაისის შემდეგ ამერიკული ნედლი ნავთობის ფასები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
როგორც trading economics წერს, ფასების ვარდნას ხელი შეუწყო აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო დაძაბულობამ. კერძოდ, პრეზიდენტი ტრამპი ჩინურ საქონელზე ტარიფების „მასობრივი გაზრდით“ იმუქრება და პრეზიდენტ სი ძინპინთან დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებაზე მიანიშნებს. მიმდინარე მოვლენებმა გააჩინა მოლოდინი, რომ „სავაჭრო ომმა“ შესაძლოა, გლობალური ეკონომიკური ზრდა შეანელოს და ნავთობზე მოთხოვნა შეამციროს.
რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირის განმავლობაში საწვავის ფასები მხოლოდ ერთ ბენზინგასამართ სადგურზე გაძვირდა და საწვავის ტიპის მიხედვით ფასის მატებამ 5-30 თეთრი შეადგინა.
„ბისზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, რა ღირს საწვავი დღეს ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე:
Gulf
- G-Force სუპერი – 3.57 ლარი;
- G-Force პრემიუმი – 3.17 ლარი;
- G-Force ევრო რეგულარი – 3.07 ლარი;
- ევრო რეგულარი – 2.97 ლარი;
- G-Force ევრო დიზელი – 3.13 ლარი;
- ევრო დიზელი – 3.03 ლარი.
Wissol
- ეკო სუპერი – 3.56 ლარი;
- ეკო პრემიუმი – 3.17 ლარი;
- ეკო დიზელი – 3.08 ლარი;
- ევრო დიზელი – 3.03 ლარი;
- ევრო რეგულარი – 2.96 ლარი.
Socar
- ნანო სუპერი – 3.55 ლარი;
- ნანო პრემიუმი – 3.15 ლარი;
- ნანო ევრო რეგულარი – 2.95 ლარი;
- ევრო 5 დიზელი – 2.99 ლარი;
- ნანო ევრო 5 დიზელი – 3.08 ლარი.
Rompetrol
- Efix სუპერი – 3.59 ლარი;
- Efix ევრო პრემიუმი – 3.21 ლარი;
- ევრო რეგულარი – 3.04 ლარი;
- Efix ევრო დიზელი – 3.15 ლარი;
- ევრო დიზელი – 3.10 ლარი.
Portal (გაძვირდა 5-30 თეთრით)
- სუპერი – 3.14 ლარი;
- პრემიუმი – 2.94 ლარი;
- ევრო რეგულარი – 2.74 ლარი;
- ევრო დიზელი – 2.99 ლარი;
- ეფექტური დიზელი – 2.74 ლარი.
Connect
- სუპერი – 3.29 ლარი;
- პრემიუმი – 2.99 ლარი;
- ევრო რეგულარი – 2.84 ლარი;
- ევრო დიზელი – 3.29 ლარი;
- დიზელი – 2.79 ლარი.