ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებიც საქართველოში ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს – ბოლო მონაცემები

რაც შეეხება უმუშევარს, წელს საანგარიშო პერიოდში 227.6 ათასი შეადგინა, წინა წლის II კვარტალში 239.4 ათასი.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ვინ არიან საქართველოში ყველაზე მსხვილი დამსაქმებლები:

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ათეულიდან 3 სახელმწიფო კომპანიაა. კერძოდ, სს საქართველოს რკინიგზა, შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია და შპს თბილსერვის ჯგუფი. რაც შეეხება სხვა დამსაქმებლებს, ესენია: სს გეფა, სს ენერგო – პრო ჯორჯია, სს ნიკორა ტრეიდი, შპს აჭარა ტექსტილე, შპს ევოლუშენ ჯორჯია, შპს ორი ნაბიჯი და შპს რითეილ ჯგუფი.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მსხვილ დამსაქმებლებს შორის, 3 სახელმწიფოს საკუთრებაშია, შესაბამისად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას დანარჩენი 7 კომპანიის მესაკუთრეების შესახებ.

  • სს გეფა – Reportal-ის მიხედვით, ბოლო მონაცემებით, სააქციო საზოგადოების წილების 97.6%-ს სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“, დანარჩენ 2.4%-ს კი მიხეილ აბრამიძე ფლობს;
  • სს ენერგო – პრო ჯორჯია – 2024 წლისა და 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის 100%- ს. „ენერგო-პრო ეი. ეს“ („მშობელი საწარმო“) ფლობს. თავის მხრივ, მშობელი საწარმოს აქციების 100%-ს ფლობს „DK Holding Investments s.r.o.“. ამ უკანასკნელის აქციების 100%-ის მფლობელი კი იარომირ ტესარია, რომელიც ამასთანავე კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარეა.
  • სს ნიკორა ტრეიდი – Reportal.ge-ს მიხედვით, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სს ნიკორა ტრეიდის 96.60 %-იანი წილის მფლობელია საქართველოში დაფუძნებული და რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება „ნიკორა“, ხოლო აქციების 3.40% ეკუთვნის სხვა აქციონერებს.
  • შპს აჭარა ტექსტილე – სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია ეკუთვნის თურქეთში რეგისტრირებულ კომპანიას “აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთ”.
  • შპს ევოლუშენ ჯორჯია – მეწარმეთა რეესტრის მიხედვით, კომპანია სრულად არის მალტაში რეგისტრირებული კომპანიის „ევოლუშენ მალტა ჰოლდინგ ლიმიტედ“ საკუთრებაში.
  • შპს ორი ნაბიჯი – ოფიციალური მონაცემებით, კომპანიის 33.34% ეკუთვნის გოჩა ცქიტიშვილს, 33.33%-ანი წილები კი გიორგი ჩხეიძესა და კახი ბექაურს.
  • შპს რითეილ ჯგუფი – სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 100% შპს „დეილი“-ს ეკუთვნის. თავის მხრივ ამ უკანასკნელის 23.25% ეკუთვნის შპს „ჰოლდინგ. ჯი“-ს, 20.073% ზურაბ ზაქარიაძეს, 19.375% – „დიენეი კაპიტალი ინვესტი“-ს, 12.5% – „რითეილ მენეჯმენტ ჯორჯია“-ს, 10% – „ჩოჩელი ინვესტმენტ გრუპ“-ს, 8.564% – დავით კუხალაშვილს, 5.424% – რუსუდან მაისურაძეს, ხოლო 0.814% – მარინა პეტრიაშვილს.