დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი პრეზიდენტად მოიხსენია – „ყოველ შემთხვევაში, გუბერნატორი მაინც არ მითქვამს“

ეგვიპტეში, მსოფლიო ლიდერების სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი პრეზიდენტად მოიხსენია.

„ძალიან ვაფასებ შენ აქ ყოფნას, ბატონო პრეზიდენტო“, – მიმართა ტრამპმა კარნის.

მოგვიანებით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც კარნიმ ტრამპს ხუმრობით უთხრა, რომ მოხარულია მისი პრეზიდენტად დაწინაურების გამო, რაზეც ამერიკის ლიდერს გაეცინა.

„ყოველ შემთხვევაში, გუბერნატორი მაინც არ მითქვამს“, – იხუმრა ტრამპმა, რა დროსაც მიკროფონი ჩართული იყო.