მიხეილ სააკაშვილი: ვინც ახლა გაჩერებისკენ მოუწოდებს, ივანიშვილის საქმეს აკეთებს, როცა გამარჯვება ასე ახლოსაა, გაჩერება დაუშვებელია, ვიბრძვით, ვიმარჯვებთ

ვინც ახლა მოუწოდებს გაჩერებისკენ, აკეთებს ივანიშვილის საქმეს, ახლა გაჩერება, როცა გამარჯვება ასე ახლოა, დაუშვებელია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, არის მცდელობა, ჩაანაცვლონ ქართველების გენეტიკური კოდი.

„ის, ვინც ახლა მოუწოდებს გაჩერებისკენ, აკეთებს ივანიშვილის საქმეს. ეჭვი მაქვს, რომ არა უანგაროდ. არის მცდელობა, ჩაანაცვლონ ქართველების გენეტიკური კოდი. ახლა გაჩერება, როცა გამარჯვება ასე ახლოა, დაუშვებელია. ვიბრძვით, ვიმარჯვებთ! მადაგასკარის პრეზიდენტი, მრავალთვიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, გუშინ, იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.