აფხაზეთში “ფართომასშტაბიანი” სამხედრო სწავლება დაიწყო – გუნბას ე.წ. მთავრობა აცხადებს, რომ “პროფესიულ არმიას” ქმნის

აფხა­ზეთ­ში “ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი” ე.წ. ოპე­რა­ტი­ულ-ტაქ­ტი­კუ­რი სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბა და­ი­წყო. პრო­ცესს თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის ე.წ. ლი­დე­რი ბად­რა გუნ­ბა აკ­ვირ­დე­ბო­და, მან ტყვარ­ჩელ­ში რე­ზერ­ვის­ტე­ბის შეკ­რე­ბის ად­გი­ლი მო­ი­ნა­ხუ­ლა და ვრცე­ლი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში მისი პრეს­სამ­სა­ხუ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცელ­და.

გუ­ნა­ბამ კი­დევ ერთხელ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა ქარ­თუ­ლი მხა­რე რე­ვან­შის­ტულ გეგ­მე­ბის არ­სე­ბო­ბა­ში და ხაზი გა­უს­ვა რომ “მო­წი­ნა­აღ­მდე­გე“ მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად ახა­ლი, ჰიბ­რი­დუ­ლი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე გა­და­ვი­და.

“მიმ­დი­ნა­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მის ტრანსფორ­მა­ცი­ას თან ახ­ლავს მრა­ვა­ლი რე­გი­ო­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტის გა­ჩე­ნა და მათ გა­დაჭ­რა­ში სამ­ხედ­რო ძა­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბის ზრდა. ასეთ პი­რო­ბებ­ში, რო­გორც არას­დროს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, გაძ­ლი­ე­რე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა”, – აღ­ნიშ­ნა მან.

წინა კვი­რის ბო­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში “თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის“ შექ­მნის 33-ე წლის­თა­ვი აღ­ნიშ­ნეს. სა­დაც სი­ტყვით ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზე­თის ე,წ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ვლა­დი­მირ ანუა გა­მო­ვი­და და გა­ნა­ცხა­და, რომ “აფხა­ზე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პრო­ფე­სი­ულ არ­მი­ას ქმნის, რო­მე­ლიც უმაღ­ლეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა“

ამავდრო­უ­ლად ბევ­რი ექ­სპერ­ტი, ვე­ტე­რა­ნი და ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ”არ­მი­ის“ უუ­ნა­რო­ბის გამო აკ­რი­ტი­კებს და მისი გაძ­ლი­ე­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს, მათ შო­რის და­ფი­ნან­სე­ბის გაზ­რდით.

წყა­რო